მთავარი სიახლეები მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება შრომით-სამართლებრივი დავის მიმდინარეობისას
მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება შრომით-სამართლებრივი დავის მიმდინარეობისას

2022-11-02 16:01:17

მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება შრომით-სამართლებრივი დავის მიმდინარეობისას

იურიდიულმა კომპანია „ლოსამმა“ სასამართლოში მიმდინარე შრომით-სამართლებრივი დავა ერთ-ერთი სადაზღვევო კომპანიის წინააღმდეგ წარმატებით და საუკეთესო შედეგით დაასრულა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სადაზღვევო კომპანიის მიერ ჩატარებული რეორგანიზაციის საფუძველზე გათავისუფლებული დასაქმებულის შრომითი უფლებები სრულად აღადგინა, არაკანონიერად და ბათილად ცნო გათავისუფლების ბრძანება და სადაზღვევო კომპანიას დასაქმებულის უკანონო გათავისუფლებისთვის სოლიდური დააკისრა კომპენსაცია.

მიუხედავად იმისა, რომ სადაზღვევო კომპანია თვლიდა, რომ დოკუმენტურად დადასტურებული ჰქონდა კომპანიაში ჩატარებული რეორგანიზაცია, რომლის საფუძველზე გაათავისუფლა არა მხოლოდ „ლოსამის“ მარწმუნებელი დასაქმებული პირი, არამედ სხვა დასაქმებულებიც, იურიდიული კომპანია „ლოსამი“-ს ადვოკატებმა შეძლეს დაედასტურებინათ სასამართლოში აღნიშნული რეორგანიზაციის უკანონობა. შედეგად, სასამართლომ სრულად გაიზიარა მოსარჩელის წარმომადგენლების მსჯელობა, ყველა წარდგენილი მტკიცებულება და დააკმაყოფილა სასარჩელო მოთხოვნა.

მოხარულები ვართ, რომ ჩვენი კომპანიის მთავარი მიზანი - მაქსიმალურად დავიცვათ  კლიენტის ინტერესები, ამ შემთხვევაში მიღწეულ იქნა და თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო სამართლიანი გადაწყვეტილება.

     


გააზიარე
Loading...