ჩვენ შესახებ

  • LAWSOME წარმოადგენს ქართულ იურიდიულ კომპანიას, რომელიც გთავაზობთ მომსახურების ფართო სპექტრს, სხვადასხვა მიმართულებით.
  • LAWSOME აერთიანებს მაღალკვალიფიციურ იურისტებს, რომლებსაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ კერძო და საჯარო სამართლის ისეთ მიმართულებებში, როგორიც არის: სამოქალაქო სამართლი, ადმინისტრაციული სამართალი, სამედიცინო სამართალი, სადაზღვევო სამართლი, სამშენებლო სამართალი, საავტორო და ინტელექტუალური საკუთრების სამართალი, სამეწარმეო/კორპორაციული სამართალი, შრომის სამართლი.
  • LAWSOME  ორიენტირებულია კლიენტის ინტერესების მაქსიმალურ დაცვაზე. მისი გუნდის წევრები არიან პროფესიონალები, რომლებიც მუდმივად ზრუნავენ არსებული ცოდნის გაღრმავებაზე, უნარ-ჩვევების განვითარებაზე და ინოვაციური მიდგომების დანერგვაზე.
  • LAWSOME-ის მომსახურება გამოირჩევა უმაღლესი ხარისხით, პროფესიონალიზმით, კეთილსინდისიერებით, სისწრაფით და კლიენტებთან ურთიერთობის გამორჩეული სტილით.
  • LAWSOME-ის მიზანია გაუწიოს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს მაღალკვალიფიციური და ხარისხიანი მომსახურება უმოკლეს ვადებში, რაც წარმოადგენს საქმის წარმატების აუცილებელ წინაპირობას.
სოფიო ყურაშვილი

სოფიო ყურაშვილი

მმართველი პარტნიორი, ადვოკატი  

სოფიო ყურაშვილი არის კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი. სოფიოს აქვს პროფესიული საქმიანობის გამოცდილება 2008 წლიდან. მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: სახელშეკრულებო სამართალი, სადაზღვევო სამართალი, სამშენებლო სამართალი, სამეწარმეო სამართალი, შრომის სამართალი. სოფიო არის ადვოკატთა ასოციაციის წევრი და აქვს დავების წარმოების მრავალწლიანი გამოცდილება სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში.

თინათინ გაგნიძე

თინათინ გაგნიძე

მმართველი პარტნიორი, ადვოკატი
 

თინათინ გაგნიძე არის კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი. თინათინი სპეციალიზირდება სამართლის შემდეგ მიმართულებებში: სამედიცინო სამართალი, სამშენებლო სამართალი, სამეწარმეო სამართალი, შრომის სამართალი, ინტელექტუალური საკუთრების სამართალი, საერთაშორისო კერძო სამართალი, საოჯახო სამართალი. თინათინი პროფესიულ საქმიანობას ახორციელებს 2005 წლიდან. სხვადასხვა პერიოდში თინათინი ხელმძღვანელობდა მსხვილი კომპანიების იურიდიული სამსახურებს, წარმოადგენს ადვოკატთა ასოციაციის წევრს და აქვს მრავალწლიანი პროცესუალური გამოცდილება.
თინათინი არის ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის დოქტორანტი სამედიცინო სამართლის მიმართულებით.

Loading...